მემკვიდრეობა (2006)

L heritage (Fr)

რეჟისორები:   გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი

ჯილდოები:   2007. სანდენსის კინოფესტივალი. ჟიურის სპეციალური პრიზი
ჟანრი:     დრამა
სიუჟეტი: სამი ახალგაზრდა ფრანგი თარჯიმანთან ერთად მიემგზავრებიან სვანეთში მოულოდნელი მემკვიდრეობის - ნახევრად დანგრეული სვანური კოშკის - ჩასაბარებლად. მოგზაურობისას ისინი დაემგზავრებიან უცნაურ წყვილს: ბაბუას და შვილიშვილს, რომლებსაც თან ცარიელი კუბო მიაქვთ. როგორც ირკვევა, ბაბუა მიდის ნებაყოფლობით სიკვდილზე, რათა გაწყვიტოს სისხლის აღების უსასრულო ჯაჭვი. განცვიფრებული ფრანგები გადაწყვეტენ თან გაჰყვნენ მათ და საკუთარი თვალით იხილონ ყველაფერი, ამას კი გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივყავართ.
დამდგმელი რეჟისორები:   გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი
სცენარისტები:     გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი, ჟაკ დუბუისონი
დამდგმელი ოპერატორი:  ტარიელ მელიავა
დამდგმელი მხატვრები:      კლოდ ბილუა, თეიმურაზ ხმალაძე
როლები:     სილვი ტესტუდი (პატრიცია), სტანისლას მერჰარი (ჟანი), ოლგა ლეგრანი (სელინ),  პასკალ ბონარდი ( ნიკოლაი, თარჯიმანი), გიორგი ბაბლუანი (შვილიშვილი), ლეო ჯაფარიძე (ბაბუა), ოგუსტინ ლეგრანი (მუნჯი), ბექა სიხარულიძე, გივი სიხარულიძე (პოლიციის უფროსი), ლევან უჩანეიშვილი
ხანგრძლივობა:     77 წთ
ფერი:     ფერადი
საქართველო-საფრანგეთი      

       
იხ. იაგო კაჭკაჭიშვილი. ”მემკვიდრეობის” წუნი. - ჟურნალი ”კინო.ცხელი შოკოლადი” 2008 ზამთარი №3
მაგდა ანიკაშვილი. საბედისწერო თვალთვალი. - ჟურნალი ”კინო.ცხელი შოკოლადი” 2008 ზამთარი №3
Юрий Гладильщиков.Вояж с гробом - "Ведомости".
19.12.2007 -  http://www.vedomosti.ru/newspaper/article.shtml?2007/12/19/138360