მოირა (2015)

რეჟისორი: ლევან თუთბერიძე

                         

ჯილდოები: 2015. სან სებასტიანის სკფ - ჟიურის სპეციალური პრიზი Signis  Award

                       2015. აზიური  ქვეყნების კინოფესტივალი (ლოს-ანჟელესი)- საუკეთესო ფილმი

                       2015. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი - პრიზი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ქეთი ცხაკაია)

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: მოირას მოქმედება საქართველოს ერთ–ერთ ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და ჩვეულებრივ ოჯახზე მოგვითხრობს. დედა საბერძნეთში მომღერლად მუშაობს. მამა კი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ციხიდან გამოსული უფროსი ძმა მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. ის და მისი ძმა, შოთა სახლს ბანკში ჩადებენ და გამოტანილი ფულით თევზსაჭერი კატერის ყიდვას გადაწყვეტენ. 

სცენარისტი: დავით (დათა) ფირცხალავა, გიორგი ქობალია  

ოპერატორი: გორკა გომეს ანდრეუ 

მხატვარი: თემურ ხმალაძე   

კომპოზიტორი: ნუკრი აბაშიძე

მონტაჟი: გიგი ფალავანდიშვილი, ლევან ხუხაშვილი, ლევან თუთბერიძე 

როლები: პაატა ინაური (მამუკა), გიორგი ხურცილავა (შოთა), ზაზა მაღალაშვილი (მამა), ქეთი ცხაკაია (დედა), ჯანო იზორია (თენგო), ანი ბებია (თინა), დავით ხურცილავა (თინას მამა), ლილი ხურითი, ირაკლი სანაია, ბაჩი ლეჟავა, ლაშა გურგენიძე, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა

პროდუსერები: ლევან თუთბერიძე,  ნიკოლოზ აბრამიშვილი

ხანგრძლივობა: 95 '