ნუცა (ნინო) ღოღობერიძე

რეჟისორი

 
     25.10.1902 (სოფ. კახი, საინგილო) – 31.10.1966, თბილისი
   
     პირველი ქართველი რეჟისორი ქალი.  
 
     ქალიშვილობის გვარია ხუციშვილი. დაიბადა საინგილოში, მოგვიანებით ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დაამთავრა თბილისის გიმნაზია. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ, 1923–1925 წლებში, სწავლა იენის (გერმანია) უნივერსიტეტში გააგრძელა. 1926–1937 წლებში მუშაობდა "სახკინმრეწვში" რეჟისორად. 1928 წელს მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად მუშაობდა ფილმზე "მათი სამეფო". ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად იღებს დოკუმენტურ–დადგმით ფილმს "ბუბა". 

        1937 წელს, აპატიმრებენ მის მეუღლეს, პარტიულ მუშაკს ლევან ღოღობერიძეს, და მალე იგივე ბედი ეწევა ნუცა ღოღობერიძესაც, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლს. 10 წელი მან გადასახლებაში გაატარა. 2001 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი მოთხრობების კრებული (სულ ექვსი მოთხრობა).

 

ფილმოგრაფია
 
ბუბა (დოკუმენტური, 1930) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
 
უჟმური (1934) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
 

 იხ. ლაშა ბაქრაძე. ნუცა ღოღობერიძე (1902–1966) პირველი ქართველი რეჟისორი ქალი – ჟურნალი "კინო ცხელი შოკოლადი"

     ლელა ოჩიაური. კულტურფილმი "ბუბა" = საქართველოს ისტორიას + ქართული კინოს ისტორია – ჟურნალი Filmprint N4 გაზაფხული 2012