ზაზა ურუშაძე

რეჟისორი

დ. 30.10. 1966 - გ.7.12.2019, თბილისი

ამერიკის კინოაკადემიის წევრი (2015)

     სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). 

1999-2000 წწ. იყო სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 

2002-2004 წწ.  - საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. 

2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ეს თანამდებობა მან, 2019 წლის სექტემბერში, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული, ესტონურ-ქართული კოპროდუქცია - “მანდარინები”. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

 

 ფილმოგრაფია

მე მოვედი (1981) - მსახიობი

მათთვის, ვინც მამამ მიატოვა (1989) - სცენარის თანაავტორი,   რეჟისორი

აქ თენდება (1998) - სცენარის თანაავტორი,  რეჟისორი

ცხელი ძაღლი (სერიალი, 2003-2009) - რეჟისორი

სამი სახლი (2008) - სცენარის ავტორი,   რეჟისორი

დარჩი ჩემთან (2011) - რეჟისორი

ბოლო გასეირნება (2012) - სცენარის თანაავტორი,  რეჟისორი

მანდარინები (2013) - სცენარის ავტორი,  რეჟისორი

აღსარება (2017) - სცენარის ავტორი,  რეჟისორი

ანტონი (2019) - რეჟისორი