ზაზა ურუშაძე
რეჟისორი
დ. 30.10. 1966 - გ.7.12.2019, თბილისი
ამერიკის კინოაკადემიის წევრი (2015)
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო).
1999-2000 წწ. იყო სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2002-2004 წწ. - საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ეს თანამდებობა მან, 2019 წლის სექტემბერში, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული, ესტონურ-ქართული კოპროდუქცია - “მანდარინები”. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
ფილმოგრაფია
მე მოვედი (1981) - მსახიობი
მათთვის, ვინც მამამ მიატოვა (1989) - სცენარის თანაავტორი, რეჟისორი
აქ თენდება (1998) - სცენარის თანაავტორი, რეჟისორი
ცხელი ძაღლი (სერიალი, 2003-2009) - რეჟისორი
სამი სახლი (2008) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
დარჩი ჩემთან (2011) - რეჟისორი
ბოლო გასეირნება (2012) - სცენარის თანაავტორი, რეჟისორი
მანდარინები (2013) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
აღსარება (2017) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
ანტონი (2019) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
იხ. ზაზა ურუშაძე. "პიროვნება ხომ ცალკე სამყაროა"... ესაუბრა ქეთევან ტრაპაიძე - ფილმპრინტი N5, ზაფხული, 2012