ვახო (ვახტანგ) ჩაჩანიძე

მსახიობი

დ.1977, თბილისში

ბავშვობიდან თამაშობდა საბავშვო თეატრის „საფეხურების“ სცენაზე.  სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ისწავლა სხვა სპეციალობაზე, შემდეგ კი ჩააბარა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც 1999 წელს დაამთავრა.

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1999 წელს  მიდის გერმანიაში, სადაც მუშაობს სხვადასხვა  ადგილას, ხუთი წელი თამაშობს ლაშა ონიანის მიერ დაარსებულ მიმოდრამის თეატრში, სადაც შესრულებული აქვს   პროსპერ მერიმეს, ავტორის და ჩინოვნიკის როლი,„კარმენში“    მასხარას როლი   „ჰამლეტში“, მთხრობელის როლები „მოქანდაკესა“ და „სპორტში“.

2009 წელს  ბრუნდება საქართველოში და მას შემდეგ  მოზარდ მაყურებლის თეატრის მსახიობია, ასევე  ინტენსიურად  იღებენ  ტე სერიალებსა და კინოფილმებში.

მოზარდმაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლები: ჯონ პროქტორი (არტურ მილერი "სეილემის პროცესი" რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი), ხელებშეკრული კაცი  (ვილჰემ ჰაუფი "ჯუჯა ცხვირი" რეჟ.გიორგი თავაძე), უცხოპლანეტელი (ალექსანდრე სტაროტორჟსკი და ლარისა ტიტოვა "ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმარი" რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი), მწყემსი (ლარისა ტიტოვა და ალექსანდრე სტაროტორჟსკი "სამეფო ძროხა“ რეჟ. გურამ ბრეგაძე), ათოსი  (ალ. დიუმა "სამი მუშკეტერი" რეჟ.გიორგი ქანთარია), მურტალო  (ნ. დუმბაძე "კუკარაჩა" რეჟ.შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ);   თეატრი ათონელზე - ზურა ("აგვისტოს სიგიჟე" რეჟ. ნინო ბასილია)

ფილმოგრაფია

 კლინიკა (ტვ სერიალი, 2009)  - მსახიობი (გიორგი მინდელი)      

 ნაფიცი მსაჯული (ტვ ფილმი, 2010) - მსახიობი 

 დარჩი ჩემთან  (2011) - მსახიობი  

 ჩემი ცოლის დაქალები (სერიალი, 2011  „რუსთავი2“) - მსახიობი (მიშკა, ანკას ყოფილი ქმარი) 

 ფეხშიშველი (ალმანახი "...და მერე?!", 2012) - მსახიობი 

 ღვინის გზა (ტელესერიალი, ლიტვა-საქართველო, 2012) - მსახიობი (ნიკო)  

 დინოლა (2013) - მსახიობი 

 შემთხვევითი პაემნები (2013) - მსახიობი (თენგო)

 ალი და თეო   (ტელესერიალი, აზერბაიჯანი, ლეადერ-თV, 2014) - მსახიობი

 პარადოქსი (ტელესერიალი, 2014) - მსახიობი (დათო)

 ცხრა მთას იქით (2014)- მსახიობი (სათარა)

 მამა (2015) - მსახიობი

 ძმები ქალაქში (ტვ ფილმი, 2016) - მსახიობი 

 მძევლები (2017) - მსახიობი (ირაკლი)

 სამი საფეხური (2017)- მსახიობი

 ცუდი ხალხი (2018)   - მსახიობი (გია)