ნიკა წიკლაური

რეჟისორი

დაიბადა 1979 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. შემდეგ გაიარა სასცენარო კურსი რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოგრაფიის, მხატვრული და დოკუმენტური კინოს და ეკოტურიზმის სფეროებში. მისი გატაცებაა ველური ბუნების გადაღება, ბერდვოჩინგი, ტურიზმი, მეკლდეურობა, მშვილდოსნობა. 2012 წელს დააფუძნა დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია EcoFilms.

ფილმოგრაფია

ჯარ(დოკ.2016) - რეჟისორი

სხვა მეზობლები (დოკ. 2019) - რეჟისორი