შინდისი (2019)
რეჟისორი: დიტო ცინცაძე
ჯილდოები: 2019. ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალი - გრან პრი საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისორის პრიზი (დიტო ცინცაძეს)
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმეს გადარჩენა სოფელ შინდისის მცხოვრებლებმა სიკვდილის რისკის ქვეშ მოახერხეს.
სცენარის ავტორი: ირაკლი სოლომანაშვილი
ოპერატორი: მინდია (კონსტანტინე) ესაძე
მხატვარი: თეო ბარამიძე
მუსიკა: ზვიად მღებრი
ხმა: გიორგი მურღულია
მონტაჟი: ლევან კუხაშვილი
როლები: გოგა პიპინაშვილი (ბადრი), თამარ აბშილავა (ხატია), დავით ბახტაძე (ვაჟა), მარიამ ჯიბლაძე (მარიამი), დიმიტრი ლუპოლი (რუსი გენერალი), გიო გაბუნია, გიორგი ცაავა (რუსი ოფიცერი)
პროდუსერები: ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია (კონსტანტინე) ესაძე
თანაპროდუსერი: მანანა შევარდნაძე
ხანგრძლივობა: 101'
ფერი: ფერადი
20 Steps Productions, Free Movie Studio
იხ. დებორა იანგი "შინდისი" - hollywoodreporter. 15.10.2019
დიტო ცინცაძის ინტერვიუ ვარშავის კინოფესტივალზე
მანანა ლეკბორაშვილი. ყველას თავისი "შინდისი" აქვს
ვლადიმირ კოზლოვის ინტერვიუ დიტო ცინცაძესთან - Oscars: Why Georgia's Entry Has a "Direct Connection to the Situation in Ukraine"- The Hollywood Reporter. 12.12. 2019