სტუმარი (სირცხვილი) 1990
რეჟისორი: თემო (თეიმურაზ) ბუტიკაშვილი
ჯილდოები: 1992. საერთაშორისო კინოფესტივალი "მოლოდისტ" (კიევი) - სპეციალური პრიზი
1992. პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივი" (თბილისი) - პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის
1992. კანის სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო კ/ფ FIPA საკონკურსო პროგრამა "მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი" - დიპლომი
1999. საერთაშორისო კ/ფ "ოქრის რაინდი" (რუსეთი) - სპეციალური დიპლომი
სიუჟეტი: სოფლიდან წასული გოგონა შინ ფეხმძიმე ბრუნდება. მეზობლების წინაშე სირცხვილის შიშით მამა ცდილობს დაიყოლიოს შვილი, მოიშოროს ნაყოფი, თუმცა საბოლოოდ მამაშვილური სიყვარული მძლავრობს.
სცენარის ავტორი: გრიგოლ ხოსროშვილი
ოპერატორი: გოგი (გიორგი) თოდაძე
მხატვარი: მალხაზ კუხაშვილი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმა: მერაბ გვანცელაძე
მონტაჟი: ინა კრეპსი
როლები: გიორგი ბასიშვილი (გოგი), ლელა ხარატიშვილი, თამარ გაგაძე
ხანგრძლივობა: 29'
ფერი: ფერადი
საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდია