ყველაზე ძვირფასი (2012)
რეჟისორი: იოსებ (სოსო) ბლიაძე
ჯილდოები: 2012 წ. საერთაშორისო სტუდენტური კ/ფ Filofest (სლოვენია, ქ.ლუბლიანა) - საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო სამსახიობო შესრულება
2013. საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი" - სტუდენტური ჟიურის სიმპათია, საერთაშორისო ჟიურის სპეციალური აღნიშვნა.
სიუჟეტი: ფილმის გმირი, უსახლკარო ბიჭუნა ყოველდღე ვიტრინის მიღმა გამოდებულ საოცნებო ლეპტოპს შენატრის. ერთხელაც "მის" ლეპტოპს ახალგაზრდა კაცი იყიდის. ლეპტოპს ადევნებული ბიჭუნა ახალგაზრდა ოჯახში ხვდება და მისი ცხოვრებაც იცვლება.
სცენარის ავტორი: სოსო (იოსებ) ბლიაძე
ოპერატორი: დიმიტრი (დიტო) დეკანოსიძე
მხატვარი: მარიამ ჭიჭივეიშვილი
მონტაჟი: იოსებ (სოსო) ბლიაძე
როლები: მირიან სულაკაური, ნინო (ნინუცა) მაყაშვილი, ლაშა სამადაშვილი
ხანგრძლივობა: 28'
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. სადიპლომო ნამუშევარი