წარსული ყოველთვის ჩვენთანაა (1989)
რეჟისორი: გუგული (ყარამან) მგელაძე
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოსკოვის ერთ–ერთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ამბავს ასახავს. სამშობლოდან შორს, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი ნიჭიერი გოგო-ბიჭების მხიარული თავგადასავლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალი წლის შემდეგ, როდესაც უკვე ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები ახალგაზრდობის წლებს სინანულითა და სითბოთი იხსენებენ.
სცენარის ავტორი: გუგული (ყარამან) მგელაძე
ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
მხატვრები: ვახტანგ გაბუნია, ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმა: გარი კუნცევი
როლებში: ლადო ჩაკვეტაძე (სავლე - ბავშვობაში), ლევან ფანჩულიძე (სავლე), გიორგი თავაძე (რეზო), ირაკლი აფაქიძე (სულხანი), ირინე ჟღენტი (ეთერი), ია ფარულავა (მარიანა), ლევან კიტია (გია), ედუარდო პარკერ ჩავეს ხავიერ (ანტონიო), ბორის ბაჩურინი (ვალენტინ), თეა ჭკუასელი (ირა ღლონტი), ირაკლი კერვალიშვილი (ბოლოკა), ალექსანდრე მეძმარიაშვილი (მარგუნოვი), რუსლან მიქაბერიძე (დეკანი)
ხანგრძლივობა: 78'
ფერი: ფერადი
კ/ს "ქართული ფილმი"საკავშირო შემოქმედებითი გაერთიანება "ეკრანის" დაკვეთით