ქრისტინე (1916-1918)
რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა (ფილმი დაამთავრა გერმანე გოგიტიძემ)
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ღარიბი გლეხის ქალიშვილი, თექვსმეტი წლის ქრისტინე აზნაურ იასონ უქმაძის მსხვერპლი ხდება. იასონი წადილს აისრულებს და მიატოვებს ქალს. ქრისტინეს გოგონა ეყოლება. მშობლებისა და მეზობლების კიცხვა აუტანელი ხდება, ქრისტინე შვილს ტოვებს, ქალაქში იპარება და საროსკიპოში აღმოჩნდება. ბოლოს დასნეულებული ქრისტინე მათხოვრობით ირჩენს თავს და მშობლიური სოფლის, შვილის, ახლობლების ნახვის ნატვრაში ამოსდის სული.
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა, ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.
ოპერატორები: ალექსანდრე შუგერმანი, ალექსანდრე დიღმელოვი
როლები: ანტონინა აბელაშვილი (ქრისტინე), გრიგოლ ფრონისპირელი (იასონი), ვასო არაბიძე (დათია), სოფიო ყიფშიძე (მარიკა), მარგარიტა გოგოლაშვილი (სონა), ბაბო როსტომაშვილი (ნატა), ცეცილია წუწუნავა (მარინე), ვ.აბაშიძე, ილია ზურაბიშვილი, ნიკო გვარაძე, თ.გაჩეჩილაძე, სოსო ჟივიძე, პავლე ფრანგიშვილი, ს.თარალაშვილი, ვ.მატარაძე, გ.იორდანიშვილი
ხანგრძლივობა: 50'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
იხ. ფილმი ფილმზე: "ქრისტინე" - სცენარის ავტორი: მანანა ხიდაშელი, რეჟისორი: ლევან ახობაძე. საქართველოს პირველი არხი