არსენა ჯორჯიაშვილი (1921)

რეჟისორი: ივანე პერესტიანი

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: ფილმის სიუჟეტს საფუძვლად დაედო 1905 წლის რევოლუციის პერიოდის ერთ-ერთი ეპიზოდი: თბილისის დეპოს მუშები გაიფიცნენ.  გენერალი გრიაზნოვი სასტიკად უსწორდება გაფიცულებს. მუშები გრაიზნოვის მოკვლას გადაწყვეტენ. ამის შესრულება ახალგაზრდა მუშას, არსენა ჯორჯიაშვილს დაევალება. ის ყუმბარით აფეთქებს გენერალს. მას აპატიმრებენ და სიკვდილით სჯიან.

სცენარის ავტორი: შალვა დადიანი

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვარი: ფიოდორ პუში

როლები: მიხეილ ჭიაურელი (არსენა ჯორჯიაშვილი), ივანე პერესტიანი (ვორონცოვ-დაშკოვი), ალისა ქიქოძე (ნინო), ნ.დოლიძე (არსენას და), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (არსენას დედა), ნ.იაჩმენოვი (გენერალი გრიაზნოვი), ი.კრუჩინინი (ტიმოფეევი), ნ.ოკუჯავა (გოგონა), ალექსანდრე იმედაშვილი, კოტე მიქაბერიძე (რევოლუციონერი მუშები), მ.დიევსკი (მარტინოვი, პოლიცმეისტერი), ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე (გენერლები), გ.კეთილაძე (მუშა), დ.პოგრომსკი (საიდუმლო პოლიციის აგენტი), გიორგი დავითაშვილი (ეპიზოდი)

ხანგრძლივობა: 50'  

ფერი: შავ-თეთრი

 

ფილმი აღდგენილია 1980 წელს. 

რეჟ.გედეონ ნავროზაშვილი

კომპოზიტორი: თენგიზ შავლოხაშვილი

ხმა: გურამ შუბლაძე

რედაქტორი: ვალერიან სულაკაური