მოძღვარი (1922)
რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სიუჟეტი: მაყვალას და ახალგაზრდა მწყემსს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ქალს ძალით მიათხოვებენ გამდიდრებულ ბოქაულს, გელას. ქალი გარბის, თუმცა თემის კანონის ძალით იძულებულია დაუბრუნდეს ოჯახს. გელა შინ შეუსწრებს ონისეს და დაჭრის მას. თემი სამივეს ასამართლებს და სოფლიდან განდევნის. მოძღვარი ონოფრე თოვლში ჩაფლულ მაყვალას იპოვის და გადაარჩენს. ონისე, რომელიც ვერ თმობს მაყვალას, მოძღვარის სენაკში კლავს მას. მკვლელობას მოძღვარს დააბრალებენ და გააციმბირებენ. ონისე თემის წინაშე აღიარებს დანაშაულს, გელა ხანჯლით კლავს ონისეს, მას კი ჩაქოლავენ. მოძღვარს განთავისუფლების ქაღალდი ვეღარ უსწრებს.
სცენარის ავტორი: შალვა დადიანი, ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მიხ. (ალექსი უსტიაშვილი - არ არის ტიტრებში)
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
როლები: შალვა დადიანი (მოძღვარი), გიორგი დავითაშვილი (ონისე), ელენე ჩარსკაია (ჯათია), მარგარიტა ალიბეგოვა (მაყვალა), ვალერიან გუნია (მაყვალას მამა), მარგარიტა ბარსკაია (მაყვალას დედა), ალექსანდრე იმედაშვილი (გელა), ი.ზარდალიშვილი (ეპიზოდი)
ხანგრძლივობა: 54'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
იხ. გაზეთი ,,ლომისი” , 8.04. 1923