სურამის ციხე (1922)
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ყმა ქალის უკანონო შვილი, დურმიშხანი, თავადის კარზე იზრდება. მას მხევალი ქალი, ვარდუა შეუყვარდება და მის ცოლად შერთვას აპირებს. ყმობისგან გასათავისუფლებლად დურმიშხანი ვარდუას დახმარებით სავაჭროდ გამგზავრების ნებართვას იღებს. გზაში დურმიშხანი სურამელ ვაჭარს, ოსმან-აღას დაემგზავრება. მას მოეწონება ახალგაზრდა და ნოქრად დაიყენებს. დროთა განმავლობაში ოსმან-აღა დურმიშხანს თავის ნათლულს შერთავს ცოლად და ქონებასაც უანდერძებს. ვარდუა ამასობაში სახელგანთქმული მკითხავი ხდება. იმხანად სურამის ციხის მშენებლობაა დაწყებული, მაგრამ ამოყვანილი კედლები ისევ და ისევ ინგრევა. მშენებლები რჩევისთვის მკითხავს მიმართავენ. შურისძიებით შეპყრობილი ვარდუას რჩევით დურმიშხანის ვაჟს, ზურაბს ცოცხლად ჩაატანენ ციხის კედელში. გამწარებული მამა მკითხავთან მიიჭრება. ვარდუა ხანჯლით კლავს მას და თავადაც თავს იკლავს.
სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი, დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხ.
ოპერატორი: ბორის ზაველევი
მხატვრები: ევგენი ლანსერე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კ.ტირი, ვ.აკიშნი
როლები: ამო ბეკ-ნაზაროვი (დურმიშხანი), მიხეილ ჭიაურელი (ოსმან-აღა), თამარ საყვარელიძე (ვარდუა), ტატიანა მაქსიმოვა (გაიანე- დურმიშხანის ცოლი), ლ.გალუსტიანი (ზურაბი), ნ.დოლიძე (ნინო, ოსმან-აღას და), ო.მაისურიანი (ოსმან-აღასა და ნინოს დედა), შალვა დადიანი (თავადი წერეთელი), ნ.ოდანკევიჩი (თავადი მუხრანელი), ვანდა პოლიკევიჩი (თავადის ქალი), ემანუელ აფხაიძე (შიკრიკი), ვალერიან გუნია (ვეზირი), გიორგი დავითაშვილი, ალისა ქიქოძე, ზაქარია ბერიშვილი
ხანგრძლივობა: 65’
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო