წითელი ეშმაკუნები (1923)
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
ჟანრი: სათავგადასავლო
სიუჟეტი: ფილმი მოგვითხრობს მახნოს ბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა წითელარმიელის თავგადასავალს. 1920-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, უკრაინაში მახნოს ბანდა თავს ესხმის ერთ-ერთ დაბას. რკინიგზელი პეტროვი ბანდიტებთან ბრძოლაში იღუპება. მისი შვილები: მიშა და დუნიაშა ფიცს დებენ შური იძიონ მამის გამო. მოზარდების ერთგული მეგობარი ხდება ზანგი ტომ ჯაკსონი. მრავალი ფათერაკის შემდეგ მეგობრები ბუდიონის არმიის მზვერავები ხდებიან. სხვადასხვა გმირული თავგადასავლების შემდეგ ისინი თავად მახნოს შეიპყრობენ და ბუდიონის ბანაკში მიიყვანენ.
სცენარის ავტორი: გადაღებულია სცენარის გარეშე, პ.ბლიახინის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი: ფიოდორ პუში
მონტაჟი: ვასილ დოლენკო (ხმოვანი ვარიანტის)
როლები: კონსტანტინ დავიდოვსკი (სიმიონ ბუდიონი), პავლე ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), კადორ ბენ-სელიმი (ტომ ჯაკსონი), ვლადიმერ კუჩერენკო (ტიტრებში სუტირინი) - (მახნო), გ.ლეინი (პეტროვი), ნიკოლაი ნიროვი (გარბუზენკო), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა), იან ბურინსკი (იასაული), ვ.ბრიანსკი (მამა პავსიკაკი), ზაქარია ბერიშვილი, პატვაკან ბარხუდაროვი (ფრიცი პივკე, მახნოელი), გიორგი მაკაროვი, დ.სვეტლოვი (ბანდიტები).
ხანგრძლივობა: 83'
ხმა: უხმო
ფილმი გახმოვანებულია 1943 წელს
მუსიკალური გაფორმება: ი.გოკიელი
ხმა: როსტისლავ ლაპინსკი