კაცი კაცისთვის მგელია (1923)

რეჟისორი: ივანე პერესტიანი

ჟანრი: სათავგადასავლო

სიუჟეტი: უცხოეთის დაზვერვა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯაშუშური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ცდილობს. უშიშროების საბჭოთა ორგანოები წარმატებით უმკლავდებიან მათ განზრახვას (ფილმი არ არის შემონახული).

სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

როლები: ვლადიმერ მაქსიმოვი (კრაევი, მფრინავი), ტატიანა მაქსიმოვა (ტატიანა ალექსეევა), ივანე პერესტიანი (კარტერი, სამძებრო პოლიციის აგენტი), ვ.ჯამგაროვა (ბარონესა ფუქსი)

ხანგრძლივობა: 52'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო