არსენა ყაჩაღი (1923)

რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი

სიუჟეტი: მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სოფელი.  ქორწილში სტუმრად მყოფი არსენა ბატონის მიერ „პირველი ღამის“ უფლებას შეეწინააღმდეგება და იძულებულია მისი რისხვისგან თავდასაღწევად ტყეს შეაფაროს თავი. არსენას შეუყვარდება თავად ვახტანგის შინაყმა ქალი, ნენო. ქალი ვერ უმხელს, მაგრამ თავადის მეუღლის წაქეზებით არსენა იგებს, რომ მათი მომავალი შვილის მამა თავადია.  ნენო თავს იკლავს. არსენა ბატონის სახლ-კარს გადაწვავს. მას აპატიმრებენ. არსენა მეგობრების დახმარებით ახერხებს გაქცევას და თავის რაზმს უბრუნდება. მაგრამ რაზმი მის გარეშე მოსახლეობის ძარცვაზეა გადასული. გულგატეხილი არსენა ტოვებს რაზმს და მარტო აგრძელებს მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლას.

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კ.ტირი

როლები: გრიგოლ ჩეჩელაშვილი (არსენა ოძელაშვილი), ნატო ვაჩნაძე (ნენო), პაველ ესიკოვსკი (გიგო), კოტე  ანდრონიკაშვილი (თავადი ირაკლი), ზაქარია ბერიშვილი (მოურავი), ვასო (ვასილ) არაბიძე (თავადი ვახტანგი), ასმიკ ბარხუდარიანი (თავადის ქალი რუსუდანი), ივან კრუჩინინი, გრიგორი ავეტიანი (გენერლები)

ხანგრძლივობა: 60'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

 

„სახკინმრეწვი“