ქარიშხლის წინ (1924) 

რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი

სიუჟეტი: 1905 წელი. თბილისის ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობს ორი მეგობარი- თადე და გიჟუა. ფაბრიკის მეპატრონესთან კონფლიქტის გამო ისინი იძულებულნი არიან დატოვონ ქალაქი და სოფლად დაბრუნდნენ. ისინი რევოლუციურ პროპაგანდას ეწევიან გლეხობაში. გლეხობა ამხედრდება თავადების წინააღმდეგ, ისინი კლავენ თავად როსტომს. პოლიციისგან დევნილი მეგობრები ისევ ქალაქში ბრუნდებიან, სადაც არალეგალურ რევოლუციურ მოძრაობაში ებმებიან. ბინის მეპატრონე, სადაც რევოლუციონერები იკრიბებიან, მოქანდაკე კრილოვა, პროვოკატორი აღმოჩნდება და გასცემს მათ. პოლიციელები აპატიმრებენ არალეგალური ორგანიზაციის წევრებს. (ფილმი არ არის შემონახული)

სცენარის ავტორი: შალვა დადიანი

ოპერატორები: ა.შტეგელმანი, სერგეი ზაბოზლაევი

კომპოზიტორი: დიმიტრი არაყიშვილი

როლები: ლადო კავსაძე (გიჟუა), ლილი ღოღობერიძე (ტასია), ივლიტა ჯორჯაძე (მარო), ლ.ქართველიშვილი (თადე), ლ.სოკოლოვი (გადმოსახლებული რევოლუციონერი), ნიკო გოცირიძე (მოხუცი), მარია არნაზი (კრილოვა), ალექსანდრე იმედაშვილი (პეტუა), ა.ალშიბაია (თავადი გიგო), სიმონ ჟივიძე (საქუა), უშანგი ჩხეიძე (ნიკო), დიმიტრი მჟავია (გოროდოვოი), ქეთევან ანდრონიკაშვილი (კატინე), გიორგი ფრონისპირელი (კინტო), დავით ჩხეიძე (მღვდელი), ვლადიმერ ადამიძე (ჯაშუში).

ხანგრძლივობა: 54'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“