სამი სიცოცხლე (1924)

რეჟისორი: ივანე პერესტიანი

             

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ფოთელ ვაჭარს, ბახვა ფულავას შეუყვარდება ღარიბი მკერავი ქალი ესმა და ცოლად შეირთავს მას. მოქეიფე და უქნარა იერემია წარბას სურს ესმას ხელში ჩაგდება და იტაცებს მას. მდევრები საშუალებას არ აძლევენ, საწადელი აისრულოს. ბახვა სსასიკვდილოდ დაჭრილ ესმას ტყეში იპოვის. ცოლის სიკვდილის შემდეგ ბახვა ლოთდება. მას ერთადერთი მიზანიღა ამოძრავებს - შურისძიება. იერემია თავს აფარებს თავის ნათესავ ქალს,  ვალიდას, რომელიც მაღალ საზოგადოებაში გავლენით სარგებლობს. თავისი მომხიბვლელობის წყალობით ის ახერხებს იერემიას გამართლებას. სასოწარკვეთილი ბახვა იერემიას თავის საძინებელში კლავს, შემდეგ პოლიციაში ცხადდება და დანაშაულს აღიარებს.

სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი, გიორგი წერეთლის რომანის „პირველი ნაბიჯი“ მიხ.

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვარი: სემიონ გუბინ-გუნი

როლები: ნატო ვაჩნაძე (ესმა), მიხეილ გელოვანი (ბახვა ფულავა), დიმიტრი ყიფიანი (იერემია წარბა), ანა ლაგზდე (ქ-ნი სალომე), ზაქარია ბერიშვილი (მეირა, მაკლერი), თამარ ბოლქვაძე (ვალიდა),  კოტე მიქაბერიძე (ბათუ), ალექსანდრ კუსიკოვი (მიკირტუმოვი), ვლადიმერ ობოლენსკი (პოლკოვნიკი ლებოვი), ივან კრუჩინინი (სასამართლო პალატის თავმჯდომარე), ცეცილია წუწუნავა (სასამართლოს მოსამსახურე), ივან საბუროვი (მეოთხე კლასის მოსწავლე), მიხაილ მირზოიანი (მოცეკვავე), ვანდა პოლიკევიჩი (მადამ სალი), ლ.რაზნოგოროდსკი (ივანე, მჭედელი), პატვაკან ბარხუდაროვი (შელია, მედუქნე), თამარ ერისთავი (დეიდა), ვ.დანიჩი (მიკირტუმოვის ქალიშვილი), შალვა ელიაშვილი (ეპიზოდი)

ხანგრძლივობა: 153' (ორი სერია)

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“

ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟ. გიგა ლორთქიფანიძემ