ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925)

რეჟისორი: ივანე პერესტიანი

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: სოფლის მასწავლებელი, თავმდაბალი, უწყინარი სპირიდონ მცირიშვილი და მისი ახალგაზრდა მეუღლე მატარებლის მოლოდინში ღამის გასათევად სადგურის სასტუმრო-დუქანში დაბინავდებიან. აზნაური ტარიელ მკლავაძე თავის მეგობრებთან ერთად ცდილობს შეიჭრას ნომერში და ხელთ იგდოს სპირიდონის ლამაზი ცოლი დესპინე. სპირიდონი ახერხებს მოძალადის მოგერიებას, მაგრამ მეორე დღეს ტარიელი სასტიკად სცემს სუსტ სპირიდონს. დესპინე ამ მოვლენების შემდეგ ფსიქიურად ავადდება და კოშმარებით შეპყრობილი, მალე კვდება. სპირიდონი რამდენიმე თვის შემდეგ კლავს ტარიელს იმავე სადგურში.

სცენარის ავტორი: შალვა დადიანი, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ მიხ.

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვარი: სემიონ გუბინ-გუნი

როლები: კოტე მიქაბერიძე (სპირიდონ მცირიშვილი), ნატო ვაჩნაძე (დესპინე), მიხეილ ქადაგიძე (ტარიელ მკლავაძე), მიხეილ კალატოზიშვილი (მედუქნე სამორა), დიმიტრი ყიფიანი (ალბერტი)

ხანგრძლივობა:  72'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

 

„სახკინმრეწვი“