ვინ არის დამნაშავე? (1925)

Наездник из Уайльд-Веста

რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა

    

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ახალგაზრდა გლეხი სიკო, ფულის შოვნის მიზნით ამერიკაში მიემგზავრება ცირკის მოჯირითედ. შინ რჩებიან ცოლ-შვილი და მოხუცებული დედა. ქმრის გამგზავრების შემდეგ სიკოს ცოლს, ფატის შვილი უკვდება. მეზობელი ბესია გასაქანს არ აძლევს მარტოხელა ქალს. ფატის დედამთილი, სალიხე, რომელიც სიკოს გამოგზავნილი ფულით ბესიას დახმარებით სახლს იშენებს, ხელს უწყობს მათ დაახლოებას. ბესია  საწადელს აღწევს და ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ფატი ფეხმძიმე ხვდება. სახელგატეხილი ქალი თავს იხრჩობს. თუმცა სალიხე შვილს ახალ ოდას ახვედრებს და უკეთესი ცოლის შერთვასაც ჰპირდება, სასოწარკვეთილი სიკო სახლ-კარს გადაწვავს და თავადაც იღუპება.

სცენარის ავტორი:ლექსანდრე წუწუნავა ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხ.

ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე

როლები: კოტე მიქაბერიძე (სიკო), ცეცილია წუწუნავა (სალიხე), ნატო ვაჩნაძე (ფატი), დიმიტრი ყიფიანი (ბესია), ვლადიმერ ტრაპაიძე (ისიდორე, სიკოს ძმა), არკადი ხინთიბიძე (ყარამანი), ნიკოლოზ კახიძე (ჯეკი, კოვბოების შეფი), სოფია ჟოზეფი (ჟანეტა, ცირკის მსახიობი), კოტე ანდრონიკაშვილი (ცირკის დირექტორი), ვასილ (ვასო) არაბიძე (მაჭანკალი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ჯუფანა, ექიმბაში), მიხეილ გელოვანი (ეპიზოდი)

ხანგრძლივობა:  2836მ

ფერი: შავ-თეთრი

 ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა კ.გრძელიშვილმა

 

„სახკინმრეწვი“

იხ. პირადი არქივის აღწერილობა