მეცხრე ტალღა (1926)

რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი

სიუჟეტი: შავი ზღვის ესკადრის მეზღვაურის ერშის და, მარუსია, ბარონ ფონ ფოგელმა შეაცდინა. შემთხვევით მას იმავე გემზე ნიშნავენ,სადაც ერში მსახურობს. გემზე დაძაბული ვითარებაა. ოფიცრების თვითნებობა მეზღვაურების უკმაყოფილებას იწვევს. მხოლოდ გემის მექანიკოს, მენშევიკი ავალოვი სუსტად იცავს მეზღვაურების ინტერესებს. ოფიცერთა და მეზღვაურთა შორის ერთ-ერთი შეტაკების დროს ერში შურს იძებს და ფოგელს ზღვაში  გადააგდებს. გადის წლები. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ემიგრაციაში მყოფი ავალოვი მონანიებით გამოცხადდება საბჭოთა საელჩოში. იქ მას ერშოვი ხვდება, როგორც საბჭოთა მისიის ხელმძღვანელი. ავალოვი ემუდარება მას, დააბრუნონ სამშობლოში. მის თხოვნას აკმაყოფილებენ და ავალოვი საოციალისტურ მშენებლობაში ებმება.

სცენარის ავტორები: სერგეი გარინი, პიოტრ მორსკოი

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

როლები:  გ.გომოროვი (კონტრ-ადმირალი დუბენსკი), მარია თენაზი (ნატალია, ადმირალის უმცროსი ქალიშვილი), ზ.ნევინსკაია (ნელი, ნატაიას და), მიხეილ გელოვანი (ავალოვი), პიოტრ მორსკოი (ერში), ტატიანა ვიშნევსკაია (მარუსია, ერშოვის და), ელენა ჩარსკაია (ბარონესა ფონ ფოგელი), ი.თარხნიშვილი (ჟორჟი, ბარონესას შვილი), ივან კრუჩინინი (თავადი ტარხან-ტრუბაჩევსკი), იან ბურინსკი (ხუდიაკოვი, ცეცხლფარეში), ვლადიმერ ბარსკი (ოფიცერი)

ხანგრძლივობა: 50'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“