ილან-დილი (1926)

რეჟისორი: ივანე პერესტიანი

ჟანრი: სათავგადასავლო

სიუჟეტი: წითელი არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ ყოფილი „წითელი ეშმაკუნები“: მიშა დუნიაშა და ტომ ჯეკსონი ახალშეძენილ მეგობართან, ოქსანასთან ერთად ბაქოში დასახლებას გადაწყვეტენ. აქ დუნიაშა და ოქსანა შემთხვევით ვინმე ჰუსეინოვის ჰარამხანის ქალებს გაიცნობენ, რომლებსაც ჰარამხანის დატოვებას და ახალ ცხოვრებაში ჩაბმას ურჩევენ. ჰუსეინოვი, შურისძიების მიზნით, გაიტაცებს გოგონებს და ილან-დილის შორეულ კუნძულზე დაატყვევებს. მიშა და ტომი საბჭოთა მეზღვაურების დახმარებით ათავისუფლებენ გოგონებს.

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვარი: ფიოდორ პუში

როლები: სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), პაველ ესიკოვსკი (მიშა), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა), კადორ ბენ სალიმი (ტომ ჯექსონი), მარია იაკობინი

ხანგრძლივობა: 80' 

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“