თავადის ასული მერი (1926)

რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი

      

სიუჟეტი: მე-19 საუკუნის 30-იანი წლების პიატიგორსკი. დამსვენებლებში დიდ ინტერესს იწვევს პეჩორინის ჩამოსვლა. ის გაიცნობს თავადის ასულ მერის, თავისი ქცევით თავგზას აუბნევს მას. მერი მოსწონს იუნკერ გრუშნიცკისაც, თუმცა პეჩორინი ადვილად ახერხებს გრუშნიცკის დამცირებას მერის წინაშე. საზოგადოებაში ჭორები ვრცელდება, რომელშიც მერიც არის გახვეული. პეჩორინი დუელში იწვევს გრუშნიცკის და სასიკვდილოდ დაჭრის მას. დუელის შემდეგ პეჩორინს ჩამოაქვეითებენ და გადაასახლებენ. გადასახლების წინ პეჩორინი მერის ოჯახს ესტუმრება. დედამისი დარწმუნებულია, რომ დუელი მერის გამო მოხდა და მზადაა ის მიათხოვოს პეჩორინს. მაგრამ პეჩორინი აღიარებს, რომ არასდროს ჰყვარებია მერი.

სცენარის ავტორი: ვლადიმერ ბარსკი მიხეილ ლერმონტოვის რომანის „ჩვენი დროის გმირი“ მიხ.

ოპერატორები: ანტონ პოლიკევიჩი, ფერდინანდ გეგელე

მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ფიოდორ პუში 

როლები: ნიკოლოზ პროზოროვსკი (პეჩორინი), გიორგი დავითაშვილი (გრუშნიცკი), თამარ ბოლქვაძე (მერი), ელენა ჩარსკაია (მერის დედა), ალექსანდრე თაყაიშვილი (ექიმი ვერნერი), ბელა ბელეცკაია (ვერა), ივან კრუჩინინი (ვერას მეუღლე), ვლადიმირ ობოლენსკი (მაქსიმ მაქსიმიჩი), ტატაიანა ვიშნევსკაია, ზაალ ტერიშვილი

ხანგრძლივობა: 77' (აღდგენილი ვარიანტი  - 64')

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

ფილმი აღდგენილია 1983 წელს. აღდგენის რეჟისორი და ტექსტის ავტორი გიორგი დოლიძე, რეჟისორი გიორგი სხირტლაძე, კომპოზიტორი გურამ ბზვანელი

აღდგენილი ვარიანტი 

„სახკინმრეწვი“