სავურ-მაგილა (1926)
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
ჟანრი: სათავგადასავლო
სიუჟეტი: ფილმ „წითელი ეშმაკუნების“ გაგრძელება. „წითელი ეშმაკუნების პერსონაჟებს ფქვილის ტომრით შემოჰყავთ მახნო პირდაპირ ბუდიონის ცხენოსანი არმიის პარადზე. დამწყვდეული მახნო ბანდიტების დახმარებით ახერხებს გაქცევას, თუმცა მას მაინც იჭერენ და კუპრში ამოსვრიან. ხუტორ სავურ-მაგილაში, სადაც ანარქისტების ბანდა ღრეობს, მახნოსა და მისი პირადი მდივნის გრიმით შენიღბული მიშა და ოქსანა შემორბიან. აქვეა მამაკაცად გადაცმული დუნიაშაც. მას ამოიცნობენ და ჩამოხრჩობას დაუპირებენ. მიშა ცდილობს მის გადარჩენას. ამასობაში ტომიც გამოჩნდება ბუდიონის რაზმელებთან ერთად. „წითელი ეშმაკუნები“ რაზმთან ერთად გამარჯვებულები ბრუნდებიან შინ.
სცენარის ავტორი: გადაღებულია სცენარის გარეშე
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვრები: ფიოდორ პუში, სემიონ გუბინ-გუნი
როლები: პაველ ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), კადორ ბენ-სალიმი (ტომ ჯექსონი), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა), ა.ბიხოვა (მარუსია), ვლადიმერ სუტირინი (მახნო), კ.რიაბოვი (ტარას მიროშნიჩენკო), ნატალია ლისენკო (მარუსიას თანამებრძოლი), პატვაკან ბარხუდაროვი, მ.მირზოიანი (მახნოელები), ა.სმოლდოვსკი (გადამწერი), ალექსანდრ გრომოვი (ადიუტანტი), ა.კუსიკოვი (პერებინოსი)
ხანგრძლივობა: 71'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“