შირვანსკაიას დანაშაული (დანაშაული და სასჯელი ) (1926)
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
ჟანრი: სათავგადასავლო
სიუჟეტი: 'წითელი ეშმაკუნებისა" და „სავურ-მაგილას“ გაგრძელება. მოგვითხრობს საბჭოთა კავშირში უცხოელი ავანტიურისტებისა და თეთრგვარდიელების დივერსიულ საქმიანობაზე. მოქმედება მიმდინარეობს ბაქოსა და პარიზში 1920-იან წლებში. თავად შირვანშსკის საფრანგეთში გახიზნული ასული, ნავთობის დიდი სარეწების მფლობელი, ცდილობს გაყიდოს თავისი ყოფილი ქონება, მაგრამ საბუთები ბაქოშია, მისი ყოფილი სასახლის სარდაფში გადამალული. თავადის ასული ბაქოში მიემგზავრება ინჟინერ მაკლინსა და რუმანესკუსთან ერთად, რომლებიც ცირკის მსახიობებად არიან გადაცმულები. საბუთების დაბრუნება არ ხერხდება, დივერსანტები გადაწვავენ ნავთობის სარეწებს.
სცენარის ავტორი: გადაღებულია სცენარის გარეშე
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვრები: ფიოდორ პუში, სემიონ გუბინ-გუნი
მონტაჟი: ლევ პუში
როლები: მარია შირაი (თავადის ასული), პაველ ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), კადორ ბენ-სალიმი (ტომ ჯექსონი), ალექსანდრ შირაი (ინჟინერი დუგლას მაკლინი), მარიუს იაკობინი (იალმარ რუმანესკუ), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა), ნ.ლასმოზი (ზინა ხანუმი, სახლის მეპატრონე), რუსუდან ჯაფარიძე (ლევკოევა, შირვანსკაიას ყოფილი მოახლე), თამარ ბაქრაძე (ოფიცერ მირონოვის ცოლი), რ.ჯაიანი, ნ.ვენდელინი
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“