ხანუმა (1926)
რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: ხანდაზმული თავადი ლევან ფანტიაშვილი, ოდესღაც დიდი მემამულე, დღეს მდიდარი ცოლის შერთვით ცდილობს მუდმივი დროსტარებით დალეული ქონების შევსებას. თავადი მაჭანკალს მდიდარ ვაჭარს, ვარახიძეს უგზავნის. ვაჭარი თანახმაა, რადგან ეს ქორწინება მას მაღალ საზოგადოებისკენ უხსნის გზას. მაგრამ მშვენიერ ელოს ახალგაზრდა მასწავლებელი ილო უყვარს და თავადის სახელის გაგონებაც არ უნდა. საპატარძლოს სანახავად უკვე წვეულებაა დანიშნული, მაგრამ აქ საქმეში მეორე მაჭანკალი, ხანუმა ერთვება, რომელიც ისე მოაწყობს საქმეს, რომ მამას სახლიდან ისტუმრებს და ელოს ნაცვლად კი თავად წარუდგება თავადს. ამასობაში ელო და ილო ჯვრის დაწერას ასწრებენ. განრისხებული თავადი და საგონებელში ჩავარდნილი ვარახიძე იძულებული არიან, მდგომარეობას შეურიგდნენ.
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა, ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხ.
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, მ.შავიშვილი
როლები: ვალერიან გუნია (ვაჭარი ადამი), თამარ ბოლქვაძე (ელო), ცეცილია წუწუნავა (თებრო, ადამის მოსამსახურე ქალი), კოტე მიქაბერიძე (ილო), ვლადიმერ ტრაპაიძე და მიხეილ ჭიაურელი (მიტო და დიტო, ადამის ძმისწულები), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ხანუმა), ტასო აბაშიძე (ქაბატო, მაჭანკალი), ლადო კავსაძე (თავადი ლევან ფანტიაშვილი), ვასო (ვასილ) აბაშიძე (პაპა), ინა ნაზარიშვილი (თეკლე, თავადის და), ლევან (ლელიკო) ხოტივარი (ტიმოთე - თედო ბიჭი?), ი.კორსუნსკაია, ქ.ჩეჩელაშვილი (ელოს მეგობრები), კოხტა ყარალაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე თაყაიშვილი, სოფია ჟოზეფი
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“
ფილმი აღდგენილია 1981 წელს. რეჟისორი: გიორგი დოლიძე, კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი