ბელა (1927)
რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
ჟანრი: მელოდრამა
სიუჟეტი: ოფიცრობიდან ჩამოქვეითებული პეჩორინი მიყრუებულ ციხესიმაგრეშია განწესებული. ერთფეროვან ცხოვრებას მხოლოდ ჩერქეზი კაზბიჩის, მეზობელ აულში მცხოვრები თავადისა და მისი შვილი აზამატის სტუმრობა თუ არღვევს. თავადის ასულის ქორწილში მიწვეულ მაქსიმ მაქსიმიჩს (ციხესიმაგრის კომენდანტს) პეჩორინიც თან მიჰყავს. ქორწილში პეჩორინის ყურადღებას იპყრობს თავადის უმცროსი ასული ბელა. ის აზამატს კაზბიჩის ცხენს პირდება, თუ ბელას მოიტაცებს და მას მიგვრის. პეჩორინი საჩუქრებითა და დაპირებებით თავბრუს ახვევს ქალიშვილს. თუმცა პეჩორინს მალე ბეზრდება ბელა და უკვე ხშირად მარტო ტოვებს მას. კაზბიჩი შორიდან უთვალთვალებს ქალიშვილს და ერთხელაც, სეირნობის დროს სასიკვდილოდ დაჭრის მას.
სცენარის ავტორი: ვლადიმირ ბარსკი, მიხეილ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირის“ მოტივებზე
ოპერატორები: ანტონ პოლიკევიჩი, ფერდინანდ გეგელე
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ფიოდორ პუში
როლები: ნიკოლოზ პროზოროვსკი (პეჩორინი), თინათინ მაჭავარიანი (ბელა), ი.მერაბიშვილი (აზამატი), ალექსანდრე თაყაიშვილი (კაზბიჩი), ვლადიმერ ობოლენსკი (მაქსიმ მაქსიმიჩი), მიხეილ ქორელი (ციხის ხაზინადარი), ბელა ბელეცკაია (ხაზინადრის ცოლი), ვასილ (ვასო) არაბიძე (ბელას მამა), გრიგოლ სარჩიმელიძე (კურიერი), ტატიანა ვიშნევსკაია (ბელას და), ელენა ჩარსკაია (ბელას დედა)
ხანგრძლივობა: 82'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“