გაფლანგვა (1927)
В трясине
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სიუჟეტი: დამწყები მწერალი ვასილ საფონოვი და მისი მეგობარი, მოლარე აპოლონ კაზაჩკოვი ადგილობრივი კაზინოს მუდმივი სტუმრები ხდებიან. ამ მიზეზით უნებურად სახელმწიფო სახსრებს გაფლანგავს. თავდაპირველად კაზაჩკოვი ახერხებს გაფლანგული თანხის დაბრუნებას, მაგრამ აზარტით გატაცებული ბოლო კაპიკსაც აგებს. კაზაჩკოვს აპატიმრებენ. საფონოვი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარდება. საბჭოთა ახალგაზრდები - მუშკორი რეზცოვი და კომკავშირელი გოგონა მარუსია კოსტროვა ყოველმხრივ ეხმარებიან ახალგაზრდა კაცს, რომ სწორ გზაზე დააყენონ ის.
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ შენგელაია, სერგო კლდიაშვილი
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ფიოდორ პუში
როლები: პაველ ესიკოვსკი (აპოლონ კაზაჩკოვი), პიოტრ მორსკოი (რეზცოვი), მარია თენაზი (მარუსია), ივან კრუჩინინი (მარუსიას პაპა), ლ.პრივალოვი ( საფონოვი), მარია იაკობინი, კოსტანტინ ლავრეცკი, სოფია ჟოზეფი
ხანგრძლივობა: 6ნ. 1900
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“