კალოში N18 (1927)
რეჟისორები: მარგარიტა ალიბეგოვა, ნ.ოსინსკაია, ნიკოლაი ანოშჩენკო
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: კანტორის მოხელე კულიკოვს ფეხსაცმელი გაუცვდა და ის კალოშებს ეძებს. კულიკოვი რატომღაც დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მაღაზაიებში კალოშები არ იშოვება და კერძო ვაჭრისგან დიდი ზომის კალოშებს შეიძენს, რაც მრავალი ფათერაკის მიზეზი ხდება.
ფილმი გადაღებულია კინოტექნიკუმის კურსდამთავრებულების მიერ.
ოპერატორები: ნიკოლაი ანოშჩენკო, ალექსანდრ ზილბერნიკი
ხანგრძლივობა: 43'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“