გოგი რატიანი (1927)

რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი

ჟანრი: საბავშვო

სიუჟეტი: მოქმედება ვითარდება ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეებში, დროებითი მთავრობის დროს. სკოლაში,სადაც გოგი და კიკო სწავლობენ, ძველებურად მკაცრი რეჟიმი ბატონობს სასტიკი დასჯის მეთოდებით და  საძულველი მასწავლებლებით. მიწისძვრის დროს გოგის მშობლები ეღუპება. მათ საძებნელად წასული გოგი ნანგრევებში კიკოს წააწყდება და ამოიყვანს. ობლად დარჩენილ გოგის სადგურის უფროსი წაიყვანს, ხოლო კიკოს თბილისში გზავნიან სამკურნალოდ. გოგი მეგობრის მოსაძებნად გაიპარება. ნახულობს კიდეც მას, მაგრამ თბილისში უჭირს თავის გატანა, ბოლოს მას მეეზოვე შეიფარებს და ფეხსაცმლის წმენდით ირჩენს თავს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ცალი ხელით დარჩენილი კიკოც მეეზოვესთან პოულობს თავშესაფარს. სამივეს შიმშილისგან სძვრება სული, მაგრამ იმარჯვებს ოქტომბრის რევოლუცია, გოგი და კიკო სამხატვრო სასწავლებელში იწყებენ სწავლას. კიკო ფეხით ხატვას სწავლობს და დიდ წარმატებასაც აღწევს.

სცენარის ავტორი: არისტო ჭუმბაძე

ოპერატორები: ვლადიმერ კერესელიძე, სერგეი ზაბოზლაევი

მხატვარი: ვალერიან სიდამონ- ერისთავი

როლები: გოგი რატიანი (დადეშქელიანი)  (გოგი), ირინა დონაური (ანეტა, გოგის და), ზაალ ტერიშვილი (გოგის მამა), ნუცა ჩხეიძე (გოგის დედა), შურა დადეშქელიანი (კიკო), ბ.გიორგობიანი (ზურა), ალექსანდრე თაყაიშვილი (ვაჭარი), ცეცილია წუწუნავა (ვაჭრის ცოლი), ვალერიან გუნია (მეეზოვე)

ხანგრძლივობა: 45'

ფერი: შავ-თეთრი

 

„სახკინმრეწვი“