ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (2021)

რეჟისორი: ბესო სოლომანაშვილი

სიუჟეტი: ფილმი ორი ძმის ამბავს გვიყვება, რომლებიც ქალაქში ქირით,   სახლ-კარი კი კონფლიქტის ზონაში  აქვთ. ზალიკო და რობიზონი განსხვავებული ძმები არიან, რევაზი ქალაქში დარჩენას და იქ ცხოვრების მოწყობას ცდილობს, რობიზონი კი სოფელში დაბრუნებას და მამა-პაპეულ სახლში ცხოვრების გაგრძელებას აპირებს.  ზალიკო  ცოლს ირთავს და მასთან გადადის საცხოვრებლად.  მალე ზალიკო სასწრაფო ავადმყოფობის მიზეზით საზღვარგარეთ მიემგზავრება,  სოფელში ჩასულ რობიზონს კი სახლი გაყიდული ხვდება, ზალიკოს წერილიდან კი იტყობს,    ავადმყოფობა მოიგონა, სახლი კი კონფლიქტის ზონაში იმიტომ გაყიდა, რომ ასე ძმას ხიფათი ააცილა თავიდან. კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება. რადგან რობიზონს იქ თავისი სახლი აღარ აქვს დასაცავი, სახლთან ახლოს ბოსტანს აკეთებს, იქვე ხის ქვეშ იდებს ბინას და მტერს ელოდება. ომია. მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. რობიზონი ბოსტანს არ ტოვებს.

სცენარის ავტორები: ბესო სოლომანაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, თამრი ფხაკაძე, მისივე მოთხრობის მიხ. 

ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე

მხატვარი: მამუკა ესაძე

კოსტუმების მხატვარი: ქეთი კალანდაძე

ხმის დიზაინი: ბესო კაჭარავა

კომპოზიტორი: ზვიად მღებრიშვილი

მონტაჟი: ლევან კუხაშვილი

როლები: დემეტრე (დუტა) სხირტლაძე (რობინზონი), მამუკა ესაძე (უჩა მაიორი), სალომე შანშიაშვილი (ჟურნალისტი), სამსონ სტეფნაძე, ვიქტორია ჩიკვაიძე, შტეფან შტოლცი, 

ხანგრძლივობა: 86'

ფერი: ფერადი

 

"ბისს სტუდია" ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით