ხატი (2012)

Икона 

რეჟისორები: ზაზა მერაბიშვილი, ჯაბა რუაძე

ჟანრი:  მელოდრამა

სიუჟეტი: 1921 წელს ალვანის მონასტერში ბერებს ხვრეტენ, მაგრამ წმინდა გიორგის ხატის გადარჩენას ახერხებენ. ხატი წლების შემდეგ მოსკოვში აღმოჩნდება და მის საძებნელად საქართველოდან  მამა დიმიტრი მიემართება. ამავე დროს მოსკოვში გამოკვლევაზე და სამკურნალოდ თავის ბავშვობის მეგობართან  ჩადის ახალგაზრდა ქალი, ლალი. მეგობარი ყველაფერს აკეთებს მის გადასარჩენად. ამ ორ სიუჟეტურ ხაზს ერთმანეთთან აკავშირებს  წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც მეგობარი ლალის აჩუქებს და საბოლოოდ ის  მის მცირეწლოვან შვილთან რჩება. 

სცენარისტები: ჯაბა რუაძე, ზაზა მერაბიშვილი, ანა იუროვა

ოპერატორი: ნუგზარ ნოზაძე

კომპოზიტორი: ენრი ლოლაშვილი

ხმა: ვლადიმირ შევანდინი

მონტაჟის რეჟისორი: ირაკლი კვირიკაძე

როლები: ნიკოლოზ ჩხიკვაძე, ნატო გაგნიძე (II), ანატოლი პაშნილი, ლევან ხურცია, ვიქტორ ვასილიევი (III), ანდრეი პანინი, ბორის შჩერბაკოვი, ქართლოს მარადიშვილი, საბა ციხელაშვილი, ნინო მენაბდიშვილი, ნათია მაკალათია, ალექსანდრე გვანცელაძე, ნიკო თავაძე, რუსუდან კობიაშვილი

პროდუსერი: მიხეილ ხუბუტია 

ენა: ქართული, რუსული

ქვეყანა: საქართველო, რუსეთი

 "ქართველების კავშირი რუსეთში"