გიული (1927)

რეჟისორები: ნიკოლოზ შენგელაია, ლეო პუში

სიუჟეტი: ბორჩალოელ გლეხს ქუჩუკს ჰყავს ლამაზი ქალიშვილი გიული, რომელსაც ახალგაზრდა მოჯამაგირე, ქრისტიანი მიტრო უყვარს. მამის სიკვდილის შემდეგ, ადათის წესით, გიულის ხანდაზმულ მდიდარ მეზობელს, ალის მიათხოვებენ. მიტრო გადაწყვეტს იხსნას შეყვარებული საძულველი ქორწინებისგან და ალის ვაჟის, ქერბალის დაზმარებით მოიტაცებს გიულის. მაგრამ ალი დაედევნება გაქცეულებს და კლავს გიულის. 

სცენარის ავტორები: ნიკოლოზ შენგელაია, ლეო პუში, მიხეილ კალატოზოვი (შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხ.)

ოპერატორი: მიხეილ კალატოზოვი

მხატვარი: ვალერიან სიდამონ- ერისთავი

როლები: ნატო ვაჩნაძე (გიული), მ.ვარდიაშვილი (ქუჩუკი), ცეცილია წუწუნავა (გიულის დედინაცვალი), ალექსანდრე იმედაშვილი (ალი), კოხტა ყარალაშვილი (ქერბალა), ალექსანდრე თაყაიშვილი (ოვანესა, ყველით მოვაჭრე), გ.მელიავა (მიტრო), დიმიტრი ყიფიანი (ფარი, გიულის მეგობარი)

ხანგრძლივობა: 74'

ფერი: შავ-თეთრი

 

„სახკინმრეწვი“