ორი მონადირე (1927)
რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სიუჟეტი: ორ მონადირე ძმას, ტურიკოსა და მგელიას ერთი ქალიშვილი შეუყვარდებათ. ისინი წილს ყრიან, გამარჯვებულმა უნდა მოკლას მეტოქე და ქალიც მას დარჩება. წილი უფროს ძმას, ტურიკოს ხვდა. პირობის შესასრულებლად ძმები ტყეში შედიან. უეცრად უმცროს ძმას დათვის დაესხმის თავს, ტურიკო განზე დგება და არ ეხმარება ძმას. მგელია იღუპება. ტურიკო სოფელში ბრუნდება და არავის უმხელს მომხდარს. მაგრამ სინდისის ქეჯნა არ ასვენებს. ჭკუიდან შეშლილი ტურიკო უფსკრულში გადაიჩეხება.
სცენარის ავტორები: ალექსანდრე წუწუნავა, ლ.ჯაფარიძე, ი.ელეფთერის (ზურაბიშვილის) მოთხრობის მიხედვით.
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ფიოდორ პუში
როლები: ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მაგდანა), მიხეილ გელოვანი (ტურიკო), კოტე მიქაბერიძე (მგელია), თამარ კალანდაძე (მარიკო), ვიქტორ გამყრელიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ზაალ ტერიშვილი
ხანგრძლივობა: 75’
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“