კრაზანას ბუდე (1927)
Двуногие
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სიუჟეტი: ერთ-ერთ კაპიტალისტურ ქვეყანაში „იაკობის სავაჭრო სახლი“ ჯიბეს ისქელებს კოკაინის კონტრაბანდით. თავისი ბნელი საქმიანობის შესანიღბად ფირმა იაფ ფასებში იძენს მიწის ნაკვეთებს და იჯარით აძლევს ქალაქის უმუშევრებს. მაგრამ აქაც საქმოსნები კაბალურ მდგომარეობას უქმნიან ჩასახლებულებს. ფირმის მმართველი მის მიერ შეცდენილ გოგონას ცოლად შერთავს ერთ-ერთ კოლონისტს, ყოფილ მაწანწალას. გოგონა მძიმედ განიცდის ამ ფარსს და ცდილობს შინ დაბრუნებას. მისი მოხუცი მამა შეებრძოლება იაკობს. იაკობი ძირს ანარცხებს მოხუცს. კოლონისტების მოთმინება იწურება და ისინი საქმოსნების წინააღმდეგ ილაშქრებენ.
სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: მარია იაკობინი, ივან კრუჩინინი (მმართველი), მარია შირაი (ლასტოჩკა), გაიოზ მელიავა (ლუმპენ პროლეტარიატი), პაველ ესიკოვსკი (მაწანწალა), მარიკა ჩიმიშკიანი (რიკა), ნ.ქარუმიძე (მერი), სიმიონ გუბინი (მდივანი), ალექსანდრ შირაი (ჩემპიონი), არკადი ხინთიბიძე, კოტე ანდრონიკაშვილი
ხანგრძლივობა: 73’
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“