ამოკი (1927)

Закон и долг

რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი

      

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ინგლისის ერთ-ერთ კოლონიაში განმარტოებით ცხოვრობს ევროპიდან გადმოხვეწილი ექიმი. თავდავიწყების მიზნით ის ნარკოტიკებს იღებს და შავკანიან ქალთა საზოგადოებაში ერთობა. თუმცა ამავე დროს თავის პროფესიულ მოვალეობასაც წარმატებით ასრულებს. ერთხელ მას ორსულობიდან განთავისუფლებაში დახმარებას სთხოვს მიმზიდველი ევროპელი ქალი. ექიმი მხოლოდ იმ პირობით  პირდება დახმარებას, თუ ქალი მას დანებდება. აღშფოთებული ქალი ტოვებს მის კაბინეტს. ცოტა ხნის შემდეგ ექიმი იგებს, რომ ქალი სიკვდილის პირასაა. ექიმს სინდისი აწუხებს, ცდილობს გამოასწოროს თავისი შეცდომა, მაგრამ უკვე გვიანია. სიკვდილის წინ ქალი საიდუმლოს შენახვას სთხოვს. ქმარს არ სჯერა ექიმის ცნობის, და განმარტებების, ცხედარს ევროპაში გზავნის გასაკვეთად. ბოლო წუთს ექიმი გემბანიდან წყალში გადაეშვება და ხელს წაკრავს კუბოს. ზღვის ტალღები შთანთქავს ექიმს, მიცვალებულს და მის საიდუმლოებას.

სცენარის ავტორი: კოტე მარჯანიშვილი, შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.

ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი

როლები: ნატო ვაჩნაძე (ევროპელი ქალი), ალექსანდრე იმედაშვილი (ექიმი), ვალერიან გუნია (ევროპელი ქალის ქმარი), სიკო ფალავანდიშვილი (ინდუსი), ქეთევან თარხან-მოურავი (ინდუსი გოგონა), ვიქტორ ჭანკვეტაძე (ინგლისელი ოფიცერი), ცეცილია წუწუნავა (ექიმბაში)

ხანგრძლივობა: 72’

ფერი: შავ-თეთრი

„სახკინმრეწვი“