მაქსიმ მაქსიმიჩი (1927)

Тамань
Фаталист

რეჟისორი: ვლადიმირ ბარსკი

     

სიუჟეტი: მთხრობელი საქართველოს სამხედრო გზაზე კაპიტან მაქსიმ მაქსიმიჩს ხვდება, რომელიც ღამისთევის დროს კავკასიის ომისდროინდელ ისტორიას მოუყვება რუსი ოფიცრისა  და ჩერქეზი ქალის ტრაგიკული სიყვარულის შესახებ. ოფიცერს ხელში ჩაუვარდება ასევე მაქსიმიჩის ძველი ნაცნობის, პეჩორინის დღიურები,  რომელიც მაქსიმიჩის საკუთრებაში იყო. ოფიცერი მთელ ღამეს გაატარებს დღიურის კითხვაში. მაყურებლის თვალწინ გადაიშლება ეპიზოდები პეჩორინის ცხოვრებიდან. სცენარის ავტორი: ვლადიმირ ბარსკი, მიხეილ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირის“ მოტივებზე

ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე

მხატვარი: პოლიკარპ კაზაკევიჩი

როლები: ნიკოლაი პროზოროვსკი (პეჩორინი), ბელა ბელეცკაია (ჩერქეზის ქალი), ვლადიმირ ობოლენსკი (მაქსიმ მაქსიმიჩი), ტატიანა ვიშნევსკაია (გოგონა), ილიკო მერაბიშვილი (იანკო), ვლადიმერ ჭიაურელი (ბრმა ბიჭი), ტამარა გორინა (დიასახლისი), ა.სალტიკოვი (ნასტია), ნ.პაჩუევი (ეფიმიჩი, კაზაკი), ი.თარხნიშვილი (ლერმონტოვი), ალექსანდრე თაყაიშვილი

ხანგრძლივობა:  60’

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“