მიტკა, პეტკა და ჩემბერლენი (1927)

რეჟისორები: ა.სეგელი, ალფონს ვინკლერი

ჟანრი: საბავშვო 

სიუჟეტი: უსახლკარო მიტკა და პეტკა  თავის ძაღლს ცირკში ნანახი გაწვრთნილი ძაღლის მიხედვით “ჩემბერლენს“ დაარქმევენ, რადგან მასაც არანაკლები ოინების ჩატარება შეუძლია.ერთხელაც ჩემბერლენის მიერ  საიდანღაც მოტანილი ძველი გაზეთების გაყიდვის გამო, რომელიც თეთრი გვარდიის ამბებს იუწყება, ბიჭებს აპატიმრებენ და საბავშვო სახლში გზავნიან. მალე ისინი პიონერები ხდებიან. ერთხელ, ჩემბერლენი მიტკას დახრჩობას გადაარჩენს. ამის შემდეგ მას განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან. საზეიმო კრებაზე პიონერები დაადგენენ, რომ ძაღლს საბჭოთა კავშირის მტრის სახელი არ შეიძლება ერქვას და მას „ერთგულს“ დაარქმევენ.

სცენარის  და წარწერების ავტორი: იური ფიდლერი

ოპერატორი: ალფონს ვინკლერი

მხეცების მწვრთნელი: ბ.ვენცელი

ხანგრძლივობა: 6ნ. 1600მ

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“