იბრაჰიმი და გოდერძი (1927)

 Первая и последняя

რეჟისორი: ზაქარია ბერიშვილი

                 

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ზაქათალას ოლქის ბატონ-პატრონი, დესპოტი ომარ ხანი ამალის თანხლებით შინ ბრუნდება. გზაზე ლამაზ ლეკის ქალს შენიშნავს. მის ქმარს მოაკვლევინებს, მის პატარა ქალ-ვაჟს უპატრონოდ დაყრის და ქალს თავის ჰარამხანაში წამოიყვანს. გოგონას, ზარის ქვრივი ქალი იშვილებს, ვაჟს კი - მეწისქვილე, რომელსაც საკუთარი ვაჟი, გოდერძიც ჰყავს. მეწისქვილე ბიჭს იბრაჰიმს არქმევს და საკუთარი შვილივით ზრდის. გადის წლები. ზარი მშვენიერი გოგონა დგება. მას გოდერძი შეიყვარებს, მაგრამ ომარ ხანის ბრძანებით ზარაც ჰარამხანაში მიჰყავთ, გოდერძის კი დილეგში ამწყვდევენ. იბრაჰიმი და გოდერძი ამხანაგების დახმარებით ახერხებენ ზარის დედა და თავად ზარიც გააპარონ სასახლიდან და ყველანი შორეულ მთებში გაიქცნენ. ომარ ხანი მიაგნებს მათ კვალს, კვლავ იტაცებს ზარას და სასტიკ სასჯელს უმზადებს მას. მაგრამ ომარ-ხანის სისასტიკით აღშფოთებული ხალხი, იბრაჰიმისა და გოდერძის მეთაურობით, თავს ესხმიან და კლავენ ტირანს.

სცენარის ავტორი: სამსონ სულაკაური

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი

როლები: დუდე ძნელაძე (გოდერძი), ბადრი სვანი (იბრაჰიმი), ელენა ჩარსკაია (ქვრივი ქალი), ლილი ყიფიანი (ზარი), ნიკოლოზ კახიძე (ომარ ხანი), ისია ნაზარიშვილი (ნაზმე ხანუმი, ზარისა და იბრაჰიმის დედა), ნიკო გვარაძე (ქერიმი, ომარ ხანის მოურავი), ლადო კავსაძე (ილო, ახალგაზრდა მთიელი), რ.ქარუხნიშვილი (ქონდარა, მისი მეგობარი)

ხანგრძლივობა: 65'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“