ნორჩი მფრინავი (1928)

Гоги - отважный летчик

რეჟისორი: ნიკოლოზ კახიძე

სიუჟეტი: პიონერები: გოგი, ლიოვა და ალიკი მფრინავობაზე ოცნებობენ. მათ შორის გოგი ყველაზე მოხერხებული და მარჯვეა. მისი ხელმძღვანელობით ბავშვები საკუთარი ძალებით აგებენ საფრენ აპარატს. მაგრამ აპარატის გამოცდა მარცხით მთავრდება, მფრინავი მძმედ შავდება. ამის შემდეგ ბიჭები  გადაწყვეტენ ჩაეწერონ წრეში, სადაც საფრენოსნო საქმესაც დაეუფლებიან და ავიამოდელების აგებასაც შეისწავლიან.

სცენარის ავტორი: ივან საბუროვი

ოპერატორი: ვლადიმირ პოზნანი

მხატვარი:  ვალერიან სიდამონ-ერისთავი

მონტაჟი: გ.ნამორაძე, ნ.იუდინი

როლები: გოგი რატიანი (გოგი), კოლია მაჭავარიანი (კოლია), ლიოვა არეშიძე (ლიოვა), ანატოლი ჩიჩუა (ალიკ), სანდრო (ალექსანდრე) დადეშქელიანი (შურა)

ხანგრძლივობა: 45'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“