ჯანყი გურიაში (1928)

რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა

     

ჟანრი: ისტორიული

სიუჟეტი: მე-19 საუკუნის 40-იანი წლები. მეფის რუსეთის მმართველობის სტილი ნიადაგს ამზადებს გლეხების აჯანყებისთვის. მთავრობით უკმაყოფილო თავადებიც სარგებლობენ ამით და სათავეში უდგებიან აჯანყებულ გლეხებს. მათ დახმარებას აჭარის მთავარი ჰასან ბეგიც აღუთქვამს, მაგრამ ჩინებით მოხიბლული აზნაურები მეფის ჯარის მხარეზე გადადიან. აჯანყებული გლეხები წარმატებით ებრძვიან მეფის ჯარს და ალყას შემოარტყამენ ბრუსილოვის შტაბს. გენერალი დახმარებას სამეგრელოს მთავარს სთხოვს, მაგრამ მისი ჯარი აჯანყებულებს უჭერს მხარს. ბოლოს ბრუსილოვი დიდძალი ფულით მოისყიდის აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან ბეგს და მისი დახმარებით ახშობს აჯანყებას.

სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა, ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხ.

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე

როლები: ალექსანდრ მესნიაევი (გენერალი ბრუსილოვი), კოწია ერისთავი (ბატონიშვილი, პოლკოვნიკი), ი.კორსუნსკაია (მისი ცოლი), ტ.გურიელი (თავადი ტელემაკი), თამარ ბოლქვაძე (ტელემაკის ქალიშვილი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ტელემაქის ცოლი), გაიოზ მელიავა (ბესია, აჯანყებულ გლეხთა მეთაური), ვლადიმერ ტრაპაიძე (თოლიკა), ალექსანდრ წითლიძე (ანტონია), სანდრო კანდელაკი (როსტომი), დავით ჩხეიძე (სიმონი, აზნაური), არკადი ხინთიბიძე (ივანე, აზნაური), სიკო ფალავანდიშვილი (ივანეს შინაყმა), ისია ნაზარიშვილი (მანა, ბესიას და), კოტე ანდრონიკაშვილი (ჰასან ბეგი), შ.საფაროვი (თავადი გიტო), ნ.ელიოზიშვილი (ადიუტანტი), ლევან ხოტივარი, ნიკო გვარაძე (თარჯიმანი), ვიქტორ გამყრელიძე (ამბაკო)

ხანგრძლივობა: 190'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“