კაზაკები (1928)
რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სიუჟეტი: პეტერბურგის „ბრწყინვალე ახალგაზრდობის“ წარმომადგენელი , იუნკერი ოლენინი კავკასიაში თავის პოლკთან ერთად მიემგზავრება და კაზაკთა სტანიცაში დაბანაკდება. ოლენინს ხიბლავს კაზაკთა ცხოვრების წესი, ყოფა, უბრალოება. მას კაზაკი ქალი, მარინა შეუყვარდება და მისი ცოლად შერთვას განიზრახავს. თავადაც სურს კაზაკად ჩაეწეროს. მაგრამ მარინას კაზაკი ლუკაშკა უყვარს. ერთ-ერთი შეტაკების დროს ლუკაშკას სასიკვდილოდ დაჭრიან, მაგრამ მარინა მაინც უარყოფს ოლენინს. ის სტანიციდან მიდის.
სცენარის ავტორები: ვიქტორ შკლოვსკი, ვლადიმერ ბარსკი, ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.
ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კონსულტანტი პოლიკარპ კაზაკევიჩი
როლები: სანდრო ინაშვილი (ოლენინი), ი.პანკოვი (ვანიუშა, ოლენინის შინაყმა), ნ.პაჩუევი (ეროშკა), ელენა ჩარსკაია (ულიტა, ხორუნჟის ცოლი), მარია ჩერკასკაია (მარინა, ხორუნჟის ქალიშვილი), ალექასანდრ შირაი (ლუკაშკა), ზ.მელნიკოვი (სირაჯი), შალვა ხუსკივაძე (გირეი ხანი), ზ.ნევინსკაია (უსტინკა), ნ.ვოლხოვსკაია (ბელეცკი, პორუჩიკი), მიხელი მირზოიანი (ივან ვასილევიჩი, ხორუნჟი)
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“