ღრუბელთა თავშესაფარი (1928)

Навстречу жизни

რეჟისორი: ზაქარია  ბერიშვილი

სიუჟეტი: მთელ თუშეთშია ცნობილი მდიდარი მოხუცი ერისტო. ოჯახშიც ბედნიერია- ახალგაზრდა ცოლთან (მეორე) და მისივე ასაკის ქალიშვილთან. მხოლოდ არ იცის, რომ მის ცოლსაც და ქალიშვილსაც ახალგაზრდა მოჯამაგირე მწყემსი, ჯამრული უყვართ და მოუთმენლად ელიან მის დაბრუნებას ქალაქიდან, მეცხოველეობის სახელმწიფო კურსებიდან. ჯამრული ბრუნდება, მაგრამ ის უკვე მორჩილი მოჯამაგირე აღარაა. ის მოჯამაგირეებსა და ღარიბ გლეხებს კოლექტივში გაერთიანებისა და ყველ-კარაქის  წარმოების ახალი პროგრესული წესების შემოღებისკენ მოუწოდებს. განრისხებული ერისტო სახლიდან გააძევებს შფოთისთავს. მალე ჯამრული მწყემსთა ამხანაგობას აყალიბებს და ბრძოლას უცხადებს ბობოლა გლეხებს. ერისტოს ქალშვილი მამის ნების წინააღმდეგ ცოლად მიჰყვება ჯამრულს. დამარცხებული ერისტო კოლექტივში მიღებას სთხოვს ჯამრულს.

სცენარის ავტორი: სამსონ სულაკაური

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: მარია ტენაზი (მარინე, ერისტოს ქალიშვილი), დუდე ძნელაძე (ჯამრული), დავით (დიტო) ალავიძე (ჯამრულის თანაშემწე), ნ.წერეთელი (ანიკო, ჯამრულის და), ზაალ ტერიშვილი (ერისტო), ალისა ქიქოძე (საბედო, ერისტოს ცოლი), ალექსანდრე თაყაიშვილი (ზვიადი, სარქალი)

ხანგრძლივობა: 75'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“