კრაზანა (1928)
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სიუჟეტი: მე-19 საუკუნის 30-იანი წლების იტალია. სასულიერო სემინარიის სტუდენტი არტური რევოლუციური ორგანიზაციის წევრი ხდება. ზიარების დროს ის თავის მოძღვარს გაანდობს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. მოძღვარი გასცემს საიდუმლოებას. ორგანიზაციის წევრებს აპატიმრებენ. ამავე დროს არტური შეიტყობს, რომ ის თავისი მოძღვრის, კარდინალ მონტანელის უკანონო შვილია. არტურის სულში ღვთისადმი რწმენა კვდება. ის მიატოვებს თავისიანებს, თავის სატრფოს ჯემას (რომლებიც მას გამცემად თვლიან) და გადაიხვეწება. გადის წლები. იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩნდება თვალსაჩინო რევოლუციონერი და პუბლიცისტი, რომელიც „კრაზანას“ ფსევდონიმით ებრძვის რეაქციულ მთავრობასა და სამღვდელოებას. არავინ იცის რომ ამ ფსევდონიმით არტური იმალება. მას ვერ ცნობს ყოფილი სატრფო, რომელსაც მშობლიურ ქალაქში შეხვდება. აქ არტური აჯანყებას ამზადებს, მაგრამ მას შეიპყრობენ და აჯანყებას ახშობენ. მონტანელი საკანში ინახულებს არტურს და ემუდარება, დაუბრუნდეს ეკლესიას. მაგრამ არტური უდრეკია. მას დახვრეტას მიუსჯიან. მონტანელი საჯაროდ გმობს ღმერთს, რომელმაც მას შვილი წაართვა.
სცენარის ავტორები: კოტე მარჯანიშვილი, ვიქტორ შკლოვსკი, ე.ვოინიჩის ამავე სახელწოდების რომანის მიხ.
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: ნატო ვაჩნაძე (ჯემა), ილიკო მერაბიშვილი (არტური), ალექსანდრე იმედაშვილი (კარდინალი მონტანელი), ელიზბარ იმერელი (მარტინი), ვიქტორ ჭანკვეტაძე (რევოლუციონერი), პიოტრ მორსკოი
ხანგრძლივობა: 95'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“