პირველი კორნეტი სტრეშნიოვი (1928)

რეჟისორები: ეფიმ ძიგანი, მიხეილ ჭიაურელი

სიუჟეტი: სამხედრო ორკესტრის „პირველი კორნეტი“ სტრეშნიოვი ერთგულად ემსახურება მეფის რუსეთს. მას არაფერი სწამს რევოლუციის და არაფრად აგდებს შვილის ავტორიტეტსაც, რომელიც რევოლუციის შემდეგ პოლკის მეთაური ხდება. სტრეშნიოვი ერთგულია თავისი ყოფილი მეთაურის, გარაბურდასი, რომელიც მან სიკვდილს გადაარჩინა. მისი დახმარებით გარაბურდა თეთრგვარდიელების ბანაკში აღმოჩნდება და კვლავ გარნიზონის უფროსი ხდება. მოხუცი სტრეშნიოვი კი მისი ხელზე მოსამსახურეა და მორჩილად იტანს არაადამიანურ მოპყრობას. მაგრამ როცა შეიტყობს, რომ გარაბურდა მისი შვილის პოლკის განადგურებას აპირებს, მასში კლასობრივი თვითშეგნება იღვიძებს. ის დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ამბავს რევოლუციონერებს და თავადაც მათ მხარეზე გადადის.

სცენარის ავტორი: არსენ არავსკი

ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი

მხატვარი: რობერტ ფედორი

როლები: ევსტატი თარხნიშვილი (პოლკოვნიკი, გარაბურდა), ა.გორშენინი (კორნეტი სტრეშნიოვი), ანდრეი მარტინოვი (კრატოვი), მ.კულაკოვი (პავლე), ნ.ხარიტონოვა (მოწყალების და)

ხანგრძლივობა: 64'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

 

„სახკინმრეწვი“