ხუთი წუთი (1928)

რეჟისორები:  ალექსანდრ ბალაგინი, გიორგი ზელონჯევ-შიპოვი

სიუჟეტი: 1924 წლის 27 იანვარს, დღის ოთხ საათზე, როცა საბჭოთა ხალხი მოსკოვის წითელ მოედანზე ლენინს ეთხოვებოდა, მთელ მსოფლიოში 5 წუთით მუშაობა შეწყდა. გაჩერდა ფაბრიკა-ქარხნები, მატარებლების გემების, ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროს ერთ ამერიკელ საქმოსანს სარფიანი გარიგება უნდა დაედო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელთან. გზაში მძღოლმა ხუთი წუთით შეაჩერა მილიონერის მანქანა. ეს წუთები გადამწყვეტი იყო გარიგებისთვის, მაგრამ ვერავითარმა ფულადმა ჯილდომ, დაპირებამ, მუქარამ ვერ აიძულა მძღოლი გაეგრძელებინა გზა. ფილმში ჩართულია ლენინის დაკრძალვის ქრონიკალური კადრები.

სცენარისტები: ალექსანდრ ბალაგინი, გიორგი ზელონჯევ-შიპოვი

ოპერატორები: ნიკოლაი ანოშჩენკო, გიორგი კაბალოვი

მხატვარი: სერგეი კოზლოვსკი

როლები: პ.პოლტორაცკი (არჩიბალდ  ბუქინგი), ივან ჩუველიოვი (ზანგი, ბუქინგის ლაქია), ხო მო-ცინ (ბუქინგის მძღოლი)

ხანგრძლივობა:  48'

ფერი: შავ-თეთრი

„სახკინმრეწვი“