ბოშური სისხლი (1928)

რეჟისორი: ლევ პუში

სიუჟეტი: ტრადიციულ დოღში გამარჯვებული ბოშა ჯილდოდ ანიკას იღებს. მეტოქე კი ბოშას ცხენს პარავს. ცხენს თან ანიკაც მიჰყვება, რადგან მისთვის „ცხენი კაცზე ძვირფასია“. ასე იწყება შეურიგებელი ბრძოლა ორ ბოშურ ოჯახს შორის. გადის წლები. მოსისხლე ოჯახის შვილები წამოიზარდნენ. ანიკას მიერ მიტოვებული ბოშას შვილი, გიცა გადაწყვეტს შური იძიოს მამისთვის. მაგრამ მოსისხლე მტრის ნაცვლად მისი ქალიშვილი, მიორა შერჩება ხელთ. ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდებათ. გიცას მამა მარტო მოიხელთებს რა მიორას, მათხრახით სცემს მას და სახლს ცეცხლს უკიდებს.მაგრამ გიცა ახერხებს ცეცხლიდან იხსნას საყვარელი გოგონა.

სცენარის ავტორები: პიოტრ მორსკოი, ალექსანდრე თაყაიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი, კოსტანტინ ბერკოვიჩის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.

ოპერატორები: ალექსანდრე გალპერინი, მიხეილ კალატოზიშვილი

მხატვარი: მიხეილ შავიშვილი

როლები: კოტე მიქაბერიძე (გიცა), მარია შირაი (ანიკა-მიორა), ალექსანდრე თაყაიშვილი (მურდო), ზაალ ტერიშვილი (ვლადი), იაკობ ზანდუკელი (მიკიტნის შვილი)

ხანგრძლივობა: 61'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“