თეთრი მხედარი (1929)

Бог войны 

რეჟისორი: ეფიმ ძიგანი

     

სიუჟეტი: პირველი მსოფლიო ომი. სხვადასხვა სარწმუნოების მღვდელთმსახურები ხალხს „სამშობლოს დაცვისკენ“ მოუწოდებენ. მაგრამ იმპერიალისტური ომის საშინელება თანდათან ნათელი ხდება დაბეჩავებული ხალხისთვის. ყოფილი მუშა, რუსი ჯარისკაცი გიორგი  ომში წასვლამდე ღვთისმოსავი ადამიანი იყო, მაგრამ სანგრებში ყოფნისას მას ბევრ რამეზე ეხილება თვალი და  რელიგიის დაგმობამდე მიდის. ასევე იქცევა მისი ცოლიც, ნატაშა, სანიტარული მატარებლის მოწყალების და.

სცენარის ავტორები: ლევ გოლდენვეიზერი, ეფიმ ძიგანი

ოპერატორები: სერგეი ზაბოზლაევი, ალექსანდრ გალპერინი

მხატვარი: რობერტ ფედორი

როლები: ა.სკლადოვი (გიორგი), რაისა ესიპოვა (ნატაშა, გიორგის ცოლი), მ.კოჟევნიკოვი (იოანე, დეკანოზი, ნატაშას მამა), ალექსანდრე გუგუშვილი („თეთრი მხედარი“, ეპისკოპოსი), ვლადიმირ ურალსკი (ჯარისკაცი)

ხანგრძლივობა: 70'

ხმა: უხმო

ფერი: შავ-თეთრი

„სახკინმრეწვი“